სასწავლო პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდას, შემოქმედებითი და კრიტიკული უნარების განვითარებას, თანამშრომლობას და სხვისი აზრების გათვალისწინება-გაზიარებას, თანამედროვე ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას.
Sunday, July 13, 2014
Saturday, July 12, 2014
მერვე დღე
მოსწავლის ნიმუშის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია პროექტის დაგეგმვისას. წინასწარ განვიხილავთ ყველა შესაძლო მომენტს, რათა მუშაობა იყოს სასიამოვნო, საინტერესო და მოსწავლეთა შედეგები ზუსტად შეესაბამებოდეს ჩვენს მიერ გაწერილ მიზნებს.
Wednesday, July 9, 2014
მეშვიდე დღის რეფლექსია
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლის ნიმუშებზე.
პროექტის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეების საჭიროებები, რათა წინასწარ განვსაზღვროთ შესაძლო პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები;
პროექტის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეების საჭიროებები, რათა წინასწარ განვსაზღვროთ შესაძლო პრობლემები და მათი გადაჭრის ალტერნატიული გზები;
Saturday, June 28, 2014
მეხუთე დღის რეფლექსია
მოვისმინეთ და გავაანალიზეთ შეფასების სტრატეგიები, განვიხილეთ სქემები, ვისაუბრეთ მათი გამოყენების აუცილებლობაზე და დროულად და ეფექტურად გამოყენებაზე სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, დასაწყისში თუ ბოლოში. კომენტარებზე, დაკვირვებაზე და ურთიერთშეფასებაზე. გავუზიარეთ ერთმანეთს იდეები და შეხედულებები.
Thursday, June 26, 2014
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ პროექტები, ვიმუშავეთ კითხვებზე. დავამუშავეთ ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ბევრი რამ გავიგე, რისი გამოყენებაც დამეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში. ეს ტრენინგები დღითიდღე უფრო საინტერესო ხდება და ძალიან მიხარია.
Wednesday, June 25, 2014
მესამე დღის რეფლექსია
სიახლე ყოველთვის საინტერესოა და სახალისო. მომწონს ეს ტრენინგები. პროექტებზე მუშაობა ბავშვების მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელსდა მათი წარმატება ჩვენი წარმატებაა. მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა იზრდებოდეს.რომ არ ჩამორჩეს თანამედროვეობას. ეს მასალები კი ძალიან გვეხმარება.
Subscribe to:
Posts (Atom)